ქვედა პანელი თქვენებური გახდა, შესვლა კი ვარსკვლავიანი
ქვედა პანელის ღილაკები ახლა თქვენთვის მოსახერხებლად ეწყობა და ყველა თქვენს მოწყობილობაზე გადადის. შესვლის ეკრანი კი ვარსკვლავიანი ცით გხვდებათ.
ღილაკების გადალაგება შეიძლება გადათრევით — პირდაპირ პანელში ან სიით პარამეტრებში. თანმიმდევრობა, ფერები და დამალული განყოფილებები ყველა თქვენს მოწყობილობაზე თავად ჩნდება.
კურსორის ქვეშ ღილაკი იზრდება, მეზობლები ნაკლებად, თავად პანელი კი ნაზად ადის მათ კვალდაკვალ. სწრაფი კლავიშები თანმიმდევრობას მისდევს: Ctrl და ერთი — პირველი ღილაკი, Ctrl და ორი — მეორე.
შესვლის ეკრანს ნამდვილი ცა დაემატა ვარსკვლავებითა და თანავარსკვლავედებით, გრაფიკულ გასაღებს კი ჩარჩო მოეხსნა: წერტილები პირდაპირ ცაზე დევს.
კიდევ ბლოგში
-
შეფუთვა, რომელიც გირჩევთ
შეფუთვის ფანჯარა თავად გეუბნებათ, რა აწყოთ შეკვეთებისთვის, რა ფასი დადოთ და რამდენს გამოიმუშავებთ ამაზე.